Monday, September 3, 2012

„ფორდი“ ჩინეთში ექსპანსიას აღრმავებს

Ford Expands Chinese Operations, Invests US$600 Million to Build Third Chongqing Assembly Plant
3 სექტემბერი
„ფორდმა“ შარშან გამოაცხადა, რომ ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვნად გააქტიურებას გეგმავს. ამისათვის კი, სამუშაო ძალის რაოდენობის გაორმაგებას და წარმოების 50 პროცენტით გაზრდას აპირებს. ახლახანს კი, ამერიკული კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ალან მიულალიმ, ჩინეთის ქალაქ ჩონქინთან, საფუძველი ჩაუყარა ახალ ქარხანას, რომლის მშენებლობის დასრულების შემდეგაც, ცისფერი ოვალის ჩონქინურ საწარმოთა რიცხვი სამს მიაღწევს. ამასთან, ეს იქნება „ფორდის“ უდიდესი არაამერიკული ქარხანა.

„ლენდ როვერებს“ საუდის არაბეთშიც გამოუშვებენ

Jaguar Land Rover Mulling Assembly Plant in Saudi Arabia
3 სექტემბერი
ახალი რეინჯ როვერი
გასაკვირი არაფერია იმაში, რომ „იაგუარ ლენდ როვერი“ არაბული ბაზრითაა დაინტერესებული - ახლო აღმოსავლეთში ამ ბრიტანული ტანდემის ბევრი ავტომობილი იყიდება. მაგრამ ეს მაინც არაა იმის საბაბი, რომ იქ წარმოებაც გაიშალოს. თუმცა, არის კიდევ ერთი გარემოება, რომელმაც ბრიტანული კომპანიების მფლობელი „ტატა მოტორსის“ გადაწყვეტილება - საუდის არაბეთში ავტომობილების წარმოება განაპირობა. ამ გარემოებას ალუმინი ჰქვია!

ადრე თუ გვიან, ფორმულა ერთი დახურულ კოკპიტებზე გადავა

Closed cockpits now appear 'inevitable' for Formula 1 in future
3 სექტემბერი
ბელგიის დიდი პრიზის რბოლის სტარტზე მომხდარმა ავარიამ კიდევ ერთხელ წამოჭრა დახურული კოკპიტების გამოყენების აუცილებლობის თემა. ამ ავარიის დროს, ფერნანდო ალონსოს „ფერარის“ კოკპიტის თავზე რომენ გროჟანის „ლოტუსმა“ გადაუფრინა. ესპანელ პილოტს გაუმართლა, რომ გროჟანის მანქანა მის ჩაფხუტს არ შეეხო...

„ლოტუსი“ ორმაგ DRS-ს არც მონცაზე გამოიყენებს


Lotus rules out racing double DRS at Monza
3 სექტემბერი
„ლოტუსმა“ გადაწყვიტა, რომ ორმაგი DRS არც მონცას ავტოდრომზე, იტალიის დიდი პრიზის რბოლისას გამოიყენოს. როგორც ცნობილია, ამ სისტემის პირველად გამოყენებას გუნდი ბელგიაში აპირებდა, მაგრამ ძლიერი წვიმის გამო, პირველ ორ თავისუფალ პრაქტიკაზე მისი ტესტირება ვერ მოხერხდა, რის გამოც, ის არც კვალიფიკაციაში და არც რბოლაში აღარ დაუყენებიათ მანქანებზე.

„ფორდის“ ევროპული შტო სამომავლო გეგმას გამოაქვეყნებს

Ford's European Arm to Detail Upcoming Product Launches This Week
3 სექტემბერი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ მისი მთავარი აღმასრულებელი ალან მიულალი და „ფორდ ოფ იუროპის“ თავმჯდომარე სტივენ ოდელი, სხვა უფროს აღმასრულებლებთან ერთად, სპეციალურ შეხვედრაზე, რომელსაც „გოუ ფართერ“ ეწოდა და რომელიც ამსტერდამში (ჰოლანდია) 6 სექტემბერს გაიმართება, ევროპაში წარმოების დაჩქარების დიდ გეგმას გამოაქვეყნებენ.

„მაკლარენის“ ანიმაცია (ტიუნდ) - ეპიზოდი 4, შეზღუდვების გარეშე (ვიდეო)

McLaren Tooned Episode 4 | Beyond The Limit
3 სექტემბერი
ადრე ბიჭებს არაფერი ჰქონდათ - არც სათამაშოები, არც კომპიუტერები, არც ტესტები...

Sunday, September 2, 2012

მალდონადომ ორმაგი სასჯელი მიიღო

Pastor Maldonado gets double grid penalty for Timo Glock crash and jump-start
2 სექტემბერი
პასტორ მალდონადომ ბელგიის დიდ პრიზზე მხოლოდ ოთხი წრის გავლა შეძლო. მისთვის ეს მოკლე რბოლა ნამდვილ კოშმარად იქცა. ჯერ, კამუი კობაიაშის მბოლავმა მანქანამ დაუძაბა ნერვები, რის გამოც, აშკარა ჯამპ სტარტი აიღო. მერე კი ტიმო გლოკს დაეჯახა და რბოლაც სწორედ ამის შემდეგ დაამთავრა.

გროჟანმა აღიარა, რომ ავარია მისი ბრალი იყო


Romain Grosjean accepts being banned for Spa start crash
2 სექტემბერი
ბელგიის დიდი პრიზის სტარტზე მომხდარ ავარიაში, რბოლის სტიუარდებმა ფრანგი რომენ გროჟანის ბრალი დააფიქსირეს და მას სამკაოდ მკაცრი განაჩენი გამოუტანეს - ერთი რბოლით დისკვალიფიკაცია და 50 000 ევრო ჯარიმა.

ბატონმა პირველად მოიგო ბელგიის დიდი პრიზი (ვიდეო)

Button savours Spa win after Alonso crashes out
2 სექტემბერი

ჯენსონ ბატონმა გამარჯვებით აღნიშნა „მაკლარენში“ თავისი 50-ე რბოლა. ბელგიის დიდ პრიზზე, კვალიფიკაციიდან მოყოლებული, მას ბადალი არ ჰყავდა. რბოლის დასაწყისშივე კი საქმე მნიშვნელოვნად გაუადვილდა მას შემდეგ, რაც რომენ გროჟანის ზედმეტად მკვეთრმა მანევრმა, პირველივე მოსახვევში დიდი ავარია გამოიწვია, რომელშიც მანქანები მის გარდა, ფერნანდო ალონსომ და ლუის ჰამილტონმაც დაამტვრიეს.

Saturday, September 1, 2012

„ფოლკსვაგენი“ სუპერ ეფექტურ XL1-ს წაროებისთვის ამზადებს

Volkswagen's Super-Efficient XL1 Diesel-Electric Hybrid Getting Ready for Production
1 სექტემბერი
დიზელ-ელექტრულ კონცეპტუალურ ავტომობილს, სახელად XL1, რომელიც შარშან, ყატარის მოტორ შოუზე წარადგინა, „ფოლკსვაგენი“ წარმოებისთვის ამზადებს. დღესვე შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება გერმანული ავტოგიგანტის ისტორიაში ყველაზე რადიკალური გარეგნობის მქონე ავტომობილი. ამის მიუხედავად, „ფოლკსვაგენის“ მთავარმა აღმასრულებელმა მარტინ ვინტერკორნმა მისი წარმოების გადაწყვეტილება ყატარშივე გამოაცხადა.

მალდონადო სამი ადგილით ჩამოაქვეითეს

Pastor Maldonado gets three-place grid penalty for blocking Nico Hulkenberg
1 სექტემბერი
სტიუარდთა გადაწყვეტილებით, პასტორ მალდონადო ბელგიის დიდი პრიზის სტარტზე სამი ადგილით ჩამოქვეითდება. ამის მიზეზი კი ის გარემოება გახდა, რომ კვალიფიკაციის პირველ სეგმენტში, მან ნიკო ჰულკენბერგი დაბლოკა. ამგვარად, ვენესუელელი მრბოლი ასპარეზობას მე-6 პოზიციიდან დაიწყებს.

სპას კვალიფიკაციაზე ბატონმა იბატონა

Button puts McLaren on pole in Belgium
1 სექტემბერი
ჰამილტონი ბატონს პოულს ულოცავს

ბელგიაში, ჯენსონ ბატონი „მაკლარენის“ მანქანით 50-ე რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. და ეს მინი იუბილე პოულის მოპოვებით აღნიშნა. ეს მისი პირველი პოულია 2009 წლის მონაკოს დიდი პრიზის კვალიფიკაციაში გამარჯვების შემდეგ. ასევე პირველი პოულია, რაც „მაკლარენის“ მანქანით მოიპოვა. ამასთან, ბატონმა თავის კარიერაში პირველად მოიგო ბელგიური კვალიფიკაცია.

„ლოტუსმა“ ბელგიაში ორმაგ DRS-ზე უარი თქვა


Lotus set to postpone debut of double DRS
1 სექტემბერი
ძლიერმა წვიმამ და მის გამო მეორე პრაქტიკის ჩაშლამ, „ლოტუსს“ გეგმები შეაცვლევინა - გუნდმა უარი თქვა ორმაგი DRS-ის გამოყენებაზე. პირველ ორ პრაქტიკაზე, „ლოტუსი“ ამ სისტემის საბრძოლო გამოცდას გეგმავდა, მაგრამ ეს არ მოხერხდა და გუნდმა გარისკვისგან თავი შეიკავა.

ახალი „ფორდ ფოკუსი“ მსოფლიოს ბესტსელერია


Ford's New Focus is the Best-Selling Passenger Car in the World in the First Seven Months of 2012
1 სექტემბერი
...ჯერჯერობით, მხოლოდ პირველი შვიდი თვის მონაცემებით. ამერიკული კომპანია იტყობინება, რომ შვიდ თვეში უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ახალი „ფოკუსი“ აქვს გაყიდული. უფრო კონკრეტულად, 522 821 ცალი. ანუ, თვეში 74 688 ცალი. აქედან 153 400 ცალი ევროპაშია გაყიდული. ამგვარად, გლობალურ გაყიდვებში, „ფოლკუსმა“ უკან მოიტოვა ისეთი სერიოზული კონკურენტები, როგორებიცაა „ტოიოტა კოროლა“ და „ფოლკსვაგენ გოლფი“. აღსანიშნავია, რომ შარშან „ფორდმა“ მთელს მსოფლიოში 860 000 „ფოკუსი“ გაჰყიდა, ანუ საშუალოდ თვეში 71 667 ცალი.

Friday, August 31, 2012

პეკინში მართვის ლიცენზიას მილიონი ადამიანი ელოდება

Number of Licence Plate Applications Exceeds 1 Million in Beijing
31 აგვისტო
ჩინეთის დიდი ქალაქების ქუჩები სულ უფრო ივსება ავტომობილებით. ქვეყნის სწრაფი ტემპით განვითარებას, შედეგად მოსახლეობის მყიდველუნარიანობის ზრდა მოსდევს. ქალაქების გზები კი ამაზე გათვლილი არ არის. და ამიტომ, იქ ხშირად მრავალსაათიანი საცობები წარმოიქმნება.