Friday, January 6, 2012

ბუემი ლე მანზე გამოსვლას აპირებს

Buemi eyes Le Mans and Webber's 2013 race seat
6 იანვარი
ახლახანს სებასტიან ბუემი „რედ ბულ რეისინგის“ სარეზერვო პილოტი გახდა. შვეიცარიელი მრბოლი იმედოვნებს, რომ 2013 წელს, როცა სავარაუდოდ, ავსტრიულ გუნდს მარ უებერი დატოვებს, მის ადგილს თავად დაიკავებს. მანამდე კი რეზერვისტის როლს არ სჯერდება და ლე მანის რბოლაში აპირებს მონაწილეობას.

დაკარის მე–6 ეტაპი უამინდობის გამო გაუქმდა

Stage six of the Dakar Rally is cancelled due to bad weather
6 იანვარი
დაკარის რბოლის ორგანიზატორებმა მე–6 ეტაპი გააუქმეს, ამის მიზეზი კი უამინდობა გახდა. იმავე მიზეზის გამო, მე–5 ეტაპიც დასამოკლებელი გახდა. ჩილეს ანდებში მოსულმა ჯერ წვიმამ, შემდეგ კი თოვლმა, გზა სახიფათო გახადა. ესეც რომ არა, ჩილეს მთავრობამ საზღვარი ჩაკეტა, რაც რბოლის მონაწილეებს ლოჯისტიკურ პრობლემებს შეუქმნიდა. ამიტომაც, ორგანიზატორები იძულებული გახდნენ, ეტაპის გაუქმების გადაწყვეტილება მიეღოთ.

Thursday, January 5, 2012

დაკარის მეხუთე ეტაპი ჰოლოვჟიჩმა მოიგო

Krzysztof Holowczyc wins stage five of Dakar Rally to close on leader Stephane Peterhansel
5 იანვარი
დაკარის რალი–მარათონის მეხუთე ეტაპი „მინის“ პოლონელმა მრბოლმა კრჟიშტოფ ჰოლოვჟიჩმა მოიგო და ამ გამარჯვებით, საერთო კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. თანაც, რბოლის ლიდერ სტეფან პეტერანსელს 4 წუთზე ოდნავ მეტითღა ჩამორჩება.

კონცეპტუალური „ჰექსა სპეის“ – „ჰიუნდაი“ გამას აფართოებს

Hyundai Debuts Hexa Space HND-7 Concept at New Delhi Auto Show
5 იანვარი
„ჰიუნდაი“ მიღწეულს არ სჯერდება და მისთვის ჯერაც უცხო სეგმენტებში შეღწევას ცდილობს. ამის ახალი დასტურია ნიუ დელის საავტომობილო შოუზე (ავტო ექსპო) წარმოდგენილი კონცეპტუალური პატარა მინივენი „ჰექსა სპეისია“. ინდურ შოუზე მსოფლიო პრემიერის მოწყობა კი იმის ნიშანია, რომ კორეული კომპანია მსოფლიოს მეორე ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანაში დამკვიდრებასაც ცდილობს.

„ოპელს“ 150 წელი შეუსრულდა (ვიდეო)

Opel reaches milestone 150th anniversary
5 იანვარი
„ოპელს“ 150 წელი შეუსრულდა. ნებისმიერი კომპანიისთვის, მითუმეტეს სავტომობილოსთვის, ეს ცოტა არაა. ხუმრობა ხომ არაა – ავტომობილი 125 წლის წინ გამოიგონეს, „ოპელმა“ კი გაცილებით ადრე დაიწყო მუშაობა... როგორც საკერავი მანქანების მწარმოებელმა.

ახალ „სტრატოსს“ შეიძლება პასპორტი შეუცვალონ

New Stratos DOA, neo Alpine possible?
5 იანვარი
ახალი „ლანჩა სტრატოსი“ კერძო შეკვეთით შეიქმნა და ის ამავე სახელწოდების მქონე ძველი, ლეგენდარული მოდელის შესანიშნავი გადამღერებაა. თანაც „ფერარის“ გული და „პინინფარინას“ მიერ შექმნილი ტანი აქვს და შესაშური დინამიკური მაჩვენებლებითაც გამოირჩევა. მაგრამ ალბათ სწორედ ამიტომ, მის წარმოებას, თუნდაც მცირესერიულს, ან ექსლ;უზიურს, ყველაზე მეტი წინააღმდეგობა „ფერარიმ“ და მისმა შეფმა ლუკა დი მონტეძემოლომ გაუწია. წინააღმდეგობა კი არა, მას წითელი შუქი მარანელოში აუნთეს...

„ჰიუნდაი“ და „კია“ ახალ რეკორდებს ამყარებენ

Hyundai, Kia set annual sales records
5 იანვარი
„ჰიუნდაიმ“ და „კიამ“ გაყიდვების მორიგი რეკორდი დაამყარეს და ისევ ამერიკაში. ეს კი იმის ხარჯზე შეძლეს, რომ ყველაზე მოთხოვნად სეგმენტებში, ახალი ავტომობილები გამოუშვეს. რა თქმა უნდა, მათი აღმავლობა იაპონური კომპანიების პრობლემებმაც გამოიწვია – „ტოიოტა“ და „ჰონდა“ მიწისძვრამ და ცუნამიმ, შემდეგ კი ტაილანდში მომხდარმა არნახულმა წყალდიდობამ ძლიერ აზარალა. თანაც, იაპონურმა კომპანიებმა რამდენიმე თვე ვერ შეძლეს წარმოების ჩვეული რიტმის აღდგენა.

„მერსედესი“ ახალ „ჰელო ქარს“ ამზადებს

Mercedes-Benz developing E Superlight as its new carbon fiber halo sedan
5 იანვარი
ავტომწარმოებლებს ეგრეთ წოდბული „ჰელო ქარები“ იმისათვის სჭირდებათ, რომ თავიანთი დილერების შოურუმებში მყიდველი მიიზიდონ. როგორც წესი, „ჰელო ქარების“ როლს მცირესერიული სპორტული ავტომობილები ასრულებენ, მაგრამ “მერსედეს–ბენცმა“ სხვა გზით წასვლა გადაწყვიტა – გერმანული კომპანია თავის მომავალ „ჰელო ქარს“ ოთხკარიანი სედანის კაბაში გამოაწყობს.

Wednesday, January 4, 2012

„ლექსუსმა“ კუპე LF–LC დეტროიტულ პრემიერამდე გვაჩვენა

Lexus Shows Off LF-LC Sports Coupe in New Photos
4 იანვარი
ერთი კვირაც და „ლექსუსი“ დეტროიტის საერთაშორისო მოტორ შოუზე, თავის ახალ შედევრს, კონცეპტუალურ კუპე LF–LC–ს წარადგენს. იაპონური კომპანია ამ ავტომობილის ფოტო ტიზერებს უკვე დიდი ხანია, აქვეყნებს, გუშინ კი ინტერნეტით მისი პირველი ფოტოებიც გაავრცელა.

პეტერანსელმა ლიდერობა დაიბრუნა

Stephane Peterhansel takes Dakar lead after Nasser Al-Attiyah suffers lengthy delay
4 იანვარი
სტეფან პეტერანსელმა დაკარის რბოლის მეოთხე ეტაპი მოიგო და კლასიფიკაციასაც ისევ სათავეში მოექცა. „მინის“ სარბოლი ავტომობილით მოასპარეზე ფრანგმა, ვისაც დაკარის რბოლა (ორი და ოთხი ბორბლით) ცხრაჯერ აქვს მოგებული, ყველა მეტოქე დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა და თუ სამი ეტაპის შემდეგ, ლიდერს თითქმის სამი წუთით ჩამორჩებოდა, ახლა უახლოეს მდევარს, სამხრეთაფრიკელ გინიელ დე ვილიერსს თითქმის 6 წუთს უგებს.

ცვლილებები ფორმულა ერთის რეგლამენტში

FIA clarifies defensive-driving regulations for 2012 Formula 1 season
4 იანვარი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მოტორ სპორტის მსოფლიო საბჭომ, ფორმულა ერთის ახალი რეგლამენტი გამოაქვეყნა, რომელშიც ორი მნიშვნელოვანი სიახლეა შეტანილი. საბოლოოდ აიკრძალა ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზორების გამოყენება. ამასთან, განისაზღვრა წესი, რომელიც პოზიციის დამცველი პილოტის ქმედებებს ზღუდავს.

„უილიამსი“ ახალ სპონსორს ეძებს

Williams looking for new title sponsor after splitting with AT&T
4 იანვარი
პატრიკ ჰედი და
ფრენკ უილიამსი
„უილიამსმა“ ტიტულოვანი სპონსორი – სატელეკომუნიკაციო გიგანტი AT&T დაკარგა და ახლა მის შემცვლელს ეძებს. AT&T ამერიკის უდიდესი და მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე დიდი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა და ის ინგლისური გუნდის სპონსორი 2007 წლიდან იყო. მაგრამ „უილიამსის“ ისტორიაში ყველაზე ცუდ სეზონის შემდეგ, ამ გუნდთან კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვა.

"დელტაუინგი" ლე მანისთვის ემზადება (ვიდეო)


"ტოიოტა NS4" პლაგ–ინ ჰიბრიდის ვიდეო ტიზერი (ვიდეო)

"ტოიოტა" დეტროიტის ავტო შოუზე პლაგ–ინ ჰიბრიდულ კონცეპტუალურ ავტომობილს გვაჩვენებს. პრემიერამდე კი თავისი სიახლის ფოტო და ვიდეო ტიზერების გამოქვეყნებით აღვივებს ამ ავტომობილისადმი ინტერესს...

კენ ბლოკი ახალ სარბოლ "ფორდ ფიესტას" ცდის (ვიდეო)

კენ ბლოკს რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ თავი არაფრით გამოუჩენია, თუმცა რბოლების მოყვარულები მას კარგად იცნობენ – "ჯიმხანას" ვიდეო–სერიალმა დრიფტის და არამარტო დრიფტის მოყვარულებს ბევრი სიამოვნება მოჰგვარა. და ბუნებრივია, ბლოკისგან, მის გუნდ "მონსტერ უორლდ რალი ტიმისგან" და "ფორდისგან" ყველა ახალ გასართობს მოელოდა...