Friday, March 9, 2012

მექსიკის რალის ჰირვონენი ლიდერობს

Mikko Hirvonen leads Rally Mexico after problems for Jari-Matti Latvala
9 მარტი
მექსიკაში სტარტი აიღო რალის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ეტაპმა, რომელზეც, პირველი დღის 5 სპეცმონაკვეთის შემდეგ, ფინელი მიკო ჰირვონენი დაწინაურდა. დილის სპეცმონაკვეთებზე ყველაზე სწრაფი მისი თანამემამულე იარი-მატი ლატვალა იყო, მაგრამ მეხუთე სპეცზე მის „ფორდს“ საკიდარი დაუზიანდა, რამაც ბევრი დრო დააკარგვინა. შედეგად, მისი თითქმის ნახევარწუთიანი უპირატესობა, წუთნახევრიან ჩამორჩენად გადაიქცა და შესაბამისად, ლატვალამ ცხრილში მერვე ადგილზე გადაინაცვლა.

„პინინფარინა კამბიანო“ - ორსახოვანი კუპე ( ვიდეო)

Pininfarina's Two-Sided Cambiano Concept Comes to Life in Geneva
9 მარტი
როგორც ჩანს, „ჰიუნდაიმ“ საავტომობილო სამყაროში ახალ მოდას დაუდო დასაბამი. ყოველ შემთხვევაში, ადრე არავის უფიქრია ისეთი კუპეს დამზადება, რომელსაც კართა ასიმეტრიული განლაგება ექნებოდა. ანუ, მძღოლის მხარეს ერთი კარი, საპირისპირო მხარეს კი - ორი.

„ზაუბერი“ უკეთეს შედეგებს უმიზნებს

Sauber eyes 'significant' improvement in 2012 Formula 1 season
9 მარტი
პეტერ ზაუბერს სჯერა, რომ მის გუნდს კარგი შედგებისთვის ბრძოლა შეუძლია და დარწმუნებულია, რომ ახალ სეზონში, პელოტონი მნიშვნელოვნად შემჭიდროვდება. მას შემდგ, რაც ფორმულა ერთს დაუბრუნდა, შვეიცარიულმა გუნდმა გასული ორი სეზონი მერვე (2010 წელს) და მეშვიდე (2011) ადგილებზე დაასრულა.

რაიკონენი დასაბრუნებლად სრულ მზადყოფნაშია

Kimi Raikkonen 'fully prepared' for return, says Lotus boss Eric Boullier
9 მარტი
კიმი რაიკონენი მზადაა იმისათვის, რომ კვლავ აღაფრთოვანოს თავისი ქომაგი. მის და მისი გუნდის გამოსვლებზე უარყოფითად ვერ იმოქმედებს ის ფაქტი, რომ წინასასეზონო ტესტების დროს, მანქანის კონსტრუქციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რამდენიმე დღე გაუცდა.

„ვოლვო“ ფეხმავლების უსაფრთხოებაზეც ზრუნავს (ვიდეო)

Volvo protecting pedestrians with airbags on outside of new V40
9 მარტი
„ვოლვოს“ მთელს მსოფლიოში იცნობენ, როგორც უსაფრთხოების ინოვაციური სისტემების ყველაზე აქტიურ დამნერგავ ავტომწარმოებელს. რა თქმა უნდა, შვედური კომპანია თავისი ავტომობილების ინტერიერში მყოფთა უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მაგრამ ცნობილია, რომ ავტომობილი ფეხმავლებისთვისაც ძალიან საშიშია. ამ საკითხს, ბოლო ხანს ევროპული „ახალი ავტომობილების შეფასების პროგრამა“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ასე განსაჯეთ, ახალი ავტომობილების შეფასებისას, ხუთი ვარსკვლავი მას არ მიენიჭება, თუ ფეხმავლების უსაფრთხოება გარკვეული დოზით მაინც არ იქნება დაცული.

„ბერტონე ნუჩო“ – ბასრნისკარტა 70-იანი წლებიდან (ვიდეო)

Bertone's Geneva Show Nuccio Concept is a Wedge Shaped Ode to the 70s
9 მარტი
1997 წლის ჟენევის მოტორ შოუს წინ, ლილი ბერტონემ თავის მეუღლე ნუჩო ბერტონეს („ბერტონეს“ დამაარსებელ ჯოვანი ბერტონეს შვილი, რომელმაც თავის კომპანიას სახელი გაუთქვა) პირობა მისცა, რომ მათი კომპანია ყოველთვის მისი გვარის მატარებელი იქნებოდა. ეს პირობა მაშინ კრიზისის გამო, უადგილო არ ყოფილა. და აი, „ბერტონე“ 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით კი, ჟენევაში კონცეპტუალური „ბერტონე ნუჩო“ წარადგინა.

Thursday, March 8, 2012

„მორგანის“ ელექტრო როდსტერი ჟენევაში

Morgan Charges to Geneva with All-Electric Plus-E Roadster
8 მარტი
ჟენევის პალექსპოს საგამოფენო კომპლექსში ქვა რომ ააგდოთ, ათიდან რვა შემთხვევაში ალბათ ელექტრომობილს დაეცემა. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობაა, თუმცა მისი არსი ის ფაქტია, რომ გამოფენაზე ძალიან ბევრი ელექტრომობილის ნახვა შეიძლება. თან ისინი არც აღარავის აკვირვებს. აბა რა იქნება, როცა ისეთი კონსერვატიული კომპანიაც კი, როგორიც „მორგანია“, მყიდველს ელექტრომობილს შესთავაზებს...

„სან იონის“ ღია ქროსოვერი (ვიდეო)

New SsangYong XIV-2 Convertible Concept Crossover Debuts in Geneva
8 მარტი
კორეული კომპანია უკვე ორი წელია, კომპაქტური ქროსოვერის კონცეპტუალურ ვერსიებს გვიჩვენებს, მაგრამ რეალური ნაბიჯის გადადგმა ჯერ ვერ გაუბედავს. შარშან ფრანკფურტში „სან იონმა“ კონცეპტუალური XIV-1 წარადგინა, ჟენევაში კი მისი მეორე ვერსია (XIV-2) გაგვაცნო.

როცა „წონა მტერია, ჰაერი კი - წინააღმდეგობა“ (ვიდეო)

Touring Superleggera Dances to the Tunes of the Alfa Romeo Disco Volante in Geneva
8 მარტი
მილანურ სადიზაინო სტუდია „კაროცერია ტურინგის“ დამაარსებელ ფელიჩე ბიანკი ანდერლონის თავის დროზე უთქვამს: „წონა მტერია, ჰაერი კი - წინააღმდეგობა“. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები ავტომობილის პარამეტრებს ეხება და ისინი ისეთივე ჭეშმარიტება იყო 1950-იან წლებში, როგორც ახლა. თავისი ლაკონური და ზუსტი ინჟინრული ფილოსოფია მან 1952 წელს, „ალფა რომეო 1900-ის“ ბაზაზე, ლეგენდარულ მოდელ „დისკო ვოლანტეში“ ჩააქსოვა.

„ოპელ მოკა“ - პატარა ქროსოვერი (ვიდეო)

Opel and Vauxhall Make a Mokka
8 მარტი
„ჯენერალ მოტორსმა“ პირველად გამოუშვე სუბკომპაქტური ქროსოვერი, რომელსაც „მოკა“ დაარქვა. ესაა ამერიკული კომპანიის ბრენდ „ბიუიკის“ ანალოგიური კლასის „ენკლავის“ ევროპულუ გადამღერება, რომლითაც „ოპელმა“ კონკურენცია „ნისან ჯუკს“ და „ფორდ ეკოსპორტს“ (ეს უკანასკნელი ბაზარზე მალე გამოვა) უნდა გაუწიოს.

კონცეპტუალური „ვალმეტ დაუნ“ - ნეტავ, რა უნდა იყოს?

Valmet's Dawn Spills onto the Geneva Floors
8 მარტი
„ვალმეტ ავტომოტივი“ შესაძლოა ბევრისთვის უცნობი კომპანიაა, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს - მისი ფაბრიკა ერთ დროს, „რენსთვის“, „სააბისთვის“, „ოპელისთვის“ და თვით „პორშესთვისაც“ კი ამზადებდა ავტომობილებს. ეს არის ნაწილი უზარმაზარი კორპორაციისა, რომელიც აეროკოსმოსურ ინდუსტრიაშიცაა ჩართული. „ვალმეტის“ შესახებ კარგა ხანს არაფერი ისმოდა. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია გვამცნობდა, რომ ის „პორშეს“ ავტომობილებს აღარ დაამზადებს.

„ოპელ ასტრა OPC“ - ყველა დროის უმძლავრესი „ასტრა“

Hot Opel Astra OPC with 276hp Storms the 2012 Geneva Motor Show
8 მარტი
„ჯენერალ მოტორსის“ ევროპული შტოს ჟენევურ სტენდზე, ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის (ამპერას) გარდა, ახალთახალი „ასტრა OPC-ც“ დგას, ავტომობილი, რომელიც ყველაზე მძლავრია „ყვავილოვან“ ოჯახში და რომელმაც თავისი სეგმენტის ისეთ ლიდერებს უნდა გაუწიოს კონკურენცია, როგორებიცაა „ფორდ ფოკუს ST” (250 ცხენის ძალით) და „ფოლკსვაგენ გოლფ R“ (267 ცხ.ძ).

Wednesday, March 7, 2012

„ინფინიტი ემერჯ-E” - შუაძრავიანი სუპერ ელექტრომობილი (ვიდეო)

Infiniti’s 402HP Hybrid Supercar Emerg-E’s at the Geneva Motor Show
7 მარტი
„ინფინიტის“ პირველი ავტომობილი, რომელიც ევროპაში შეიქმნა, იაპონური მარკის პირველი შუაძრავიანი ავტომობილი და მსოფლიოში პირველი ელექტრომობილი, რომელსაც ძრავი ბაზაში აქვს მოთავსებული. მოკლედ, „ინფინიტი ემერჯ-E-ს” წარდგენისას, ავტოსამყარომ ბევრი საინტერესო ამბავი გაიგო...

ხუთკარიანი „ჩინკვეჩენტო“ (ვიდეო)

The New Fiat 500L Smiles for the Camera in Geneva
7 მარტი
„ფიატმა“ უკვე რამდენჯერმე უშედგოდ სცადა საშუალო და დიდგაბარიტიანი ავტომობილების სეგმენტებში დამკვიდრება და ახლა მთელი თავისი ყურადრება ისევ A, B და C სეგმენტებზე გადააქვს. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ ჟენევაში სერიული წარმოებისთვის მომზადებული 500L წარადგინა, ავტომობილი, რომელიც პოპულარული „ჩინკვეჩენტოს“ ბაზაზეა შექმნილი და რომლითაც მიკროვენ „იდეას“ შეცვლის.

„i-ონიკ“ – „ჰიუნდაის“ მომავალი სტილი და არამარტო...

Hyundai i-oniq Concept blends series hybrid with shooting brake style
7 მარტი
თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ჰიუნდაის“ მომავალი სტილის შემუშავება გერმანიაში მიმდინარეობს - კონცეპტუალური „i-ონიკი“, რომელიც კორეულმა კომპანიამ ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა და რომლის პრეზენტაციაზეც განაცხადა, რომ ამ ავტომობილის სახით, ჩვენ „ჰიუნდაის“ მომავალი სტილის კონტურებს ვხედავთ, კომპანიის კვლევისა და განვითარების ევროპულ ცენტრშია შემუშავებული, ცენტრში, რომელიც გერმანიის ქალაქ რიუსელსჰაიმში მდებარეობს.