Friday, May 4, 2012

„ფერარი“ ორმაგი DRS-თვის ემზადება


Ferrari getting ready for 'double-DRS'
4 მაისი

„ზაუბერისგან“ განსხვავებით, „ფერარი“ უკვე მუშაობს იმ სისტემის მსგავს მოწყობილობაზე, რომელიც „მერსედსმა“ პირველმა გამოიყენა და რომელსაც ორმაგი DRS-ის სახელით მოიხსენიებენ. ამ ინფორმაციას გერანული გამოცემა „ავტო მოტორ უნდ შპორტი“ ავრცელებს.

„კადილაკი“ თვითმავალ ავტომობილებს გვპირდება


Cadillac Jumps on the Driverless Bandwagon
4 მაისი
უკვე რამდენიმე წელია, არაერთი საავტომობილო კომპანია, მათ შორის „აუდი“, „ვოლვო“, „ბეემვე“ და „ფოლკსვაგენი“, სხვადასხვა ტიპის ავტონომიურ ავტომობილებს უტარებს ტესტირებას. ამ მიმართულებით კი ინტერნეტ გიგანტი „გუგლი“ ლიდერობს, რომლის ავტომობილებსაც, ავტონომიურ რეჟიმში უკვე 250 000 კილომეტრი აქვთ გავლილი. და ვის გაუკვირდება, თუ გაიგებს, რომ ამ მიმართულებით თავისი გეგმები „ჯენერალ მოტორსის“ ფლაგმან ბრენდ „კადილაკსაც“ აქვს.

„ჰიუნდაი“ და „ბეემვე“ ძრავებზე თანამშრომლობას აპირებენ


BMW and Hyundai Reportedly in Talks to Develop a New Engine Family
4 მაისი
ხარჯების შემცირების მიზნით, ავტომწარმოებლები თავიანთ კონკურენტებთან თანამშრომლობას ესწრაფვიან, რამაც ბოლო წლებში ინტენსიური ხასიათი მიიღო. ზოგი ალიანსს ქმნის, ზოგიც უფრო კონკრეტულ თანამშრომლობას ამჯობინებს. თანამშრომლობა აქვთ დასახული მიზნად „ჰიუნდაისა“ და „ბეემვეს“, რომლებიც მოლაპარაკებას ძრავების შემუშავებისა და წარმოების სფეროში პარტნიორობაზე აწარმოებენ.

„ბენტლი“ ავტოსპორტში დაბრუნებას აპირებს


Bentley Weighs Up Options For Motorsports Comeback
4 მაისი
ავტოსპორტის უმაღლესი დონის შეჯიბრში „ბენტლიმ“ ბოლოს მონაწილეობა 2003 წელს მიიღო, როდესაც ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოიგო. მაგრამ ამ ერთჯერადი გაბრწყინების შემდეგ, ინგლისური კომპანია სარბოლ ტრასაზე აღარ გამოსულა. და ამ დროის განმავლობაში, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქრიუელები დაბრუნებას აპირებენ.

Thursday, May 3, 2012

„მერსედესი“ უგზოობის კომპაქტურ მოდელზე მუშაობს


Mercedes Rumored to be Working on New GLA Compact SUV
3 მაისი
A-კლასის ხუთკარიანი ჰეჩბეკის გამოშვება მხოლოდ დასაწყისია მცირე კლასში „მერსედესის“ გააქტიურებისა. ამ ავტომობილს კიდევ არაერთი მოჰყვება, მათ შორის ოთხკარიანი სპორტული სედანი CLA, რომელიც სამქიმიანებმა პეკინის ავტო გამოფენაზე კონცეპტუალური ავტომობილის სახით წარადგინეს და კომპაქტური ზომის ქროსოვერი.

„ზაუბერს“ ორმაგი DRS ეძვირება


Sauber rules out double DRS as too expensive
3 მაისი
„ზაუბერს“ თითქმის გადაწყვეტილი აქვს, რომ უარი თქვას იმ ტიპის ჰაერსადინარის შემუშავებაზე, რომელიც ამ სეზონისთვის „მერსედესმა“ მოამზადა და რომელსაც ორმაგ DRS-ად მოიხსენიებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ მის შექმნასა და მანქანაზე ინტეგრირებას დიდი ფულადი სახსრები სჭირდება, რის ნაკლებობასაც შვეიცარიული გუნდი განიცდის.

„პრიუსი“ ელექტრომობილების სეგმენტშიც ლიდერობს


Toyota Prius plug-in sells 1,654 copies in April, beating Chevy Volt, Nissan Leaf
3 მაისი
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჰიბრიდული ავტომობილის, „ტოიოტა პრიუსის“ პლაგ-ინ ელექტრონული ვერსია, ამერიკის ბაზარზე, ელექტრომობილების კლასში ლიდერობს. ამერიკაში აპრილში ყველაზე მეტი ელექტრომობილი სწორედ „ტოიოტამ“ გაჰყიდა - პლაგ-ინ „პრიუსი“ 1654-მა ამერიკელმა შეიძინა. ეს იმ დროს, როდესაც ამავე კლასის „შევროლე ვოლტი“ 1462 გაიყიდა, ელექტრომობილი „ნისან ლიფი“ კი - მხოლოდ 370 ცალი.

„მაზერატი“ შუაძრავიან ავტომობილს გამოუშვებს


Maserati preparing assault on Porsche 911 with new mid-engined GranSport
3 მაისი
წლების განმავლობაში, „მაზერატის“ საწარმოო პროგრამა ორი ძირითადი მოდელით შემოიფარგლება. ამასთან, „გრან ტურიზმოც“ და „კვატროპორტეც“ ერთსადაიმავე პლატფორმაზეა ბაზირებული. მაგრამ მალე ეს სიტუაცია შეიცვლება, რადგან მოდენელები რამდენიმე ახალი ავტომობილის წარმოების დაწყებას აპირებენ.

„ნისანი“ შეზღუდული რაოდენობით „ჯუკ-R-ს“ გამოუშვებს

Nissan to Build Juke-R in Limited Numbers, will be More Powerful than the Concept
3 მაისი
იანვარში „ნისანმა“ საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია ვიდეოფილმით, რომელზეც დუბაიში გადაღებული მინი შეჯიბრი იყო ასახული. იქ ქუჩის მოკლე წრეზე ერთმანეთს იაპონური კომპანიის პატარა ქროსოვერ „ჯუკის“ R-მოდიფიკაცია და სამი სუპერავტომობილი (ლამბორგინი გალიარდო LP560-4, ფერარი 458 იტალია და მერსედს SLS AMG) შეეჯიბრა. და... „ნისანის“ პატარა მხეცმა ადვილად მოიგო!

„ფერარი“ სიახლეებს ცდის


Ferrari begins testing of first step of major upgrade package
3 მაისი
ახალი გამოსაბოლქვი
მუჯელოს (იტალია) ავტოდრომზე დასასრულს მიუახლოვდა სამდღიანი ტესტები და „ფერარიმ“ ახლაღა დაიწყო თავისი მთავარი სიახლეების ტესტირება, სიახლების, რომელთა გამოყენებასაც ბარსელონას ეტაპზე აპირებს. ფერნანდო ალონსოს მანქანას ახალი გამოსაბოლქვი და განსხვავებული მოყვანილობის უკანა ნაწილი აქვს.

Wednesday, May 2, 2012

„ჰიუნდაი“ ამერიკულ ქარხანაში მესამე ცვლას ამატებს


Hyundai adding third shift, nearly 900 jobs in Alabama
2 მაისი
ბევრი ფიქრის შემდეგ, „ჰიუნდაიმ“ გადაწყვიტა, რომ ამერიკის ბაზარზე მიწოდების გასაზრდელად, ქალაქ მონტგომერის (შტატი ალაბამა) ქარხანაში მესამე ცვლა აამოქმედოს. ეს სექტემბერში, მას შემდეგ მოხდება, რაც ქარხნის შტატი 877 ახალი თანამშრომლით შეივსება. მესამე ცვლის ამოქმედების შემდეგ, ქარხანა, რომლის ნომინალური საწარმოო სიმძლავრეც წლიური 300 000 ავტომობილია, დამატებით 20 000 ავტომობილის გამოშვებას შეძლებს.

ქსოვრელის სუპერ ავტომობილის კონტურები გამოიკვეთა


2 მაისი
გოჩა ქსოვრელმა თავის ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყო. ესკიზების შემდეგ, ის 1:5 მასშტაბის მაკეტის დამზადებას შეუდგა. ჯერ მაკეტის მხოლოდ ერთი ნახევარია შემუშავებული და ისიც ისე, რომ ჯერ ზედაპირი დაუმუშავებელია, თუმცა მომავალი ავტომობილის ნაკვთები ისახება.

„ბერტონე ნუჩო“ 2 მილიონ ევროდ იყიდება


Chinese Collector Interested in Buying Bertone's Nuccio Concept Car
2 მაისი
რატომ ასეთი ძვირი? იმიტომ, რომ ის ერთადერთია და განუმეორებელი. ანუ, მისი მსგავსი არავის არსად ეყოლება. ექსკლუზიურობა კი ყოველთვის ძვირად ფასობს!

Tuesday, May 1, 2012

„ჰიუნდაიმ“ პირველ კვარტალში მილიონზე მეტი ავტომობილი გაჰყიდა


Hyundai Sells Over a Million Vehicles in the First Quarter of 2012
1 მაისი
„ჰიუნდაის“ ჯგუფის ბიზნესის ბუმი გრძელდება. ამაზე მეტყველებს სამხრეთკორეული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული პირველი კვარტლის შედეგები. რელიზში აღნიშნულია, რომ „ჰიუნდაიმ“პირველ კვარტალში  მთელს მსოფლიოში 1 072 679 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდში გაყიდული ავტომობილების რაოდენობაზე 16.7 პროცენტით მეტია. აღნიშნული რიცხვიდან, კორეულ ბაზარზე რეალიზებულია მხოლოდ 154 800 ავტომობილი, დანარჩენი 917 879 ცალი კი უცხოეთში გაიყიდა.

კობაიაში „ზაუბერის“ განახლებებით კმაყოფილია


Kobayashi encouraged by Sauber updates despite poor weather at Mugello
1 მაისი
კამუი კობაიაში თვლის, რომ „ზაუბერი“ მუჯელოს ტესტებისთვის ძალიან კარგად მოემზადა და გუნდის მიერ მანქანის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებები სასურველ შედეგს იძლევა. მართალია, მუჯელოს ტესტების პირველი დღე წვიმამ აურია, მაგრამ კობაიაში ირწმუნება, რომ სიახლეებით მიღებული უპირატესობები აშკარაა.