Button fastest while Vettel crashes
7 ოქტომბერი
იაპონიის დიდი პრიზის პარასკევის თავისუფალი პრაქტიკები ჯენსონ ბატონის დომინაციით აღინიშნა. სებასტიან ფეტელს კი, ვისაც მეორე ტიტულის მოსაპოვებლად ერთადერთი ქულაღა სჭირდება, ავარია მოუვიდა. ბატონი ერთადერთი პილოტია, ვისაც ფეტელისთვის ტიტულის მოპოვებაში ხელის შეშლა თეორიულად შეუძლია. თუმცა, ეს არარეალურია, რადგან ფეტელმა დარჩენილ ხუთ რბოლაში ქულის აღებაც რომ შეძლოს, ძნელი წარმოსადგენია, ბატონმა ყველა მოიგოს. ასეა თუ ისე, ოქროს წერტილის დასასმელად, ფეტელს ერთი მეათე ადგილიც ჰყოფნის.













