Thursday, March 29, 2012

კონცეპტუალური „მაზდა ტაკერი“ ნიუ იორკსაც ეწვევა

Mazda Takeri Concept to Receive its North American Debut in New York
29 მარტი
„მაზდა“ თავის კონცეპტუალურ სედან „ტაკერის“ მსოფლიო ტურნეს აგრძელებს, ავტომობილისა, რომელმაც მალე „მაზდა6“ უნდა შეცვალოს. ეს ავტომობილი პირველად ტოკიოს შარშანდელ ავტო სალონზე შედგა, ახლახანს ჟენევაში გამოჩნდა, ამერიკის მიწას კი პირველად ნიუ იორკში, იქაურ ავტო შოუს დროს შეეხება.

„მონსტრი“ ტაძიმა პაიკს პიკს ელექტრომონსტრით შეუტევს (ვიდეო)

Monster Tajima to tackle Pikes Peak in an all-electric prototype
29 მარტი
იაპონელ მრბოლ ნობუჰირო ტაძიმას ავტოსპორტის სამყარო მონსტრის მეტსახელით იცნობს. მას პაიკს პიკის ლეგენდარული სამთო რბოლა ზედიზედ 6-ჯერ აქვს მოგებული, შარან კი „ცისკენ რბოლის“ ისტორიაში პირველად, დისტანცია 10 წუთზე ნაკლებში (9 წთ, 51.278 წამი - პაიკს პიკის აბსოლუტური რეკორდი) გაიარა. მაგრამ ამით, გამარჯვებების აპეტიტი ვერ დაიკმაყოფილა.

ახალ „ვაიპერს“ 4 აპრილს ვნახავთ

New SRT Viper Reveal to be Broadcasted Online
29 მარტი
ნიუ იორკში, მე-11 ავენიუზე მდებარე ჯეიკობ ჯევიტს სენტერის საკონფერენციო ცენტრში, 4 აპრილს სტარტს აიღებს ნიუ იორკის საერთაშორისო ავტო შოუ, რომელზეც ალბათ ყველაზე გამორჩეული მოვლენა ახალი „ვაიპერის“ დებიუტი იქნება.

„ჰიუნდაი“ ამერიკაში მარტის რეკორდულ გაყიდვებს ელის

Hyundai Expects Record US Sales in March
29 მარტი
„ჰიუნდაი“ და მის მფლობელობაში მყოფი „კია“ ბოლო წლებში განსაკუთრებით ამერიკულ ბაზარზე აქტიურობენ. და შესაბამის შედეგებსაც აღწევენ. შარშან მათ ამერიკის ბაზარზე რეკორდულ გაყიდვებს მიაღწიეს და რაც მთავარია, მთლიანად ამერიკული ბაზრის ზრდის ტემპსაც გადაასწრეს. ყველაზე პოპულარული კი „ჰიუნდაი ელანტრაა“, რომელმაც ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება მოიპოვა. მასზე იმდენად მაღალი მოთხოვნაა, რომ კორეული კომპანია მათს დაკმაყოფილებას ვერ აუდის.

მალაიზიაში გამარჯვებისათვის ალონსოს „ფერარი FF“ აჩუქეს

Fernando Alonso gets a Ferrari FF for winning the Malaysian Grand Prix
29 მარტი
ფორმულა ერთის ისეთი ტიტულოვანი გუნდისთვისაც კი, როგორიც „ფერარია“, ყოველ გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც გუნდს მდევრის როლში ყოფნა უწევს. ფერნანდო ალონსოს მიერ მალაიზიაში მოპოვებული გამარჯვება 217-ეა „ფერარის“ ფ1-ის ისტორიაში. მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მისთვის მარანელოელებმა ალონსოს სუპერ ავტომობილი „ფერარი FF“ აჩუქეს.

Wednesday, March 28, 2012

„ჯენერალ მოტორსი“ დასავლეთ ევროპიდან განვითარებად ქვეყნებში გადაინაცვლებს

GM to shift more production to low-cost countries
28 მარტი
მალე შესაძლოა „ჯენერალ მოტორსმა“ წარმოების დიდი ნაწილი განვითარებად ქვეყნებში გადაიტანოს, ბოხუმის (გერმანია) და ელესმერის (ბრიტანეთი) ქარხნებს კი დახურვა ემუქრება. გერმანული ჟურნალი „დერ შპიგელი“ ამ ცნობას ამერიკული კომპანიის წარმომადგენლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ფერარი“ V12 ჰიბრიდს ამზადებს

Ferrari CEO Confirms V12 Hybrid, Says Six-Cylinder Engines are Also on the Table
28 მარტი
ავტოინდუსტრიის ისტორიაში V12 ძრავები დიდი იშვიათობაა, მაგრამ არის ერთი კომპანია, რომლისთვისაც ასეთი აგრეგატები საწარმოო პროგრამის აუცილებელი ნაწილი, უბრალოდ, პრესტიჟია. რა თქმა უნდა, ამ კომპანიის სახელია „ფერარი“. თავად განსაჯეთ, მარანელოელთა პირველივე (1947 წელი, მოდელი 125S) ავტომობილი სწორედ V12 ძრავით იყო აღჭურვილი. თანაც, მისი მუშა მოცულობა მხოლოდ 1.5 ლიტრს შეადგენდა.

აბობოქრებული „მუსტანგი“ ნიუ იორკში (ვიდეო)

Shelby Powers up 2012 Mustang GT500 to an Insane 950-Horses
28 მარტი
თავის დროზე, როდესაც ბაზარზე „მუსტანგ შელბი GT500“ გამოვიდა, ამ ავტომობილის თაყვანიმსცემლების კმაყოფილებას საზღვარი არ ჰქონდა. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ზღვარი სულაც არ ყოფილა. და ქეროლ შელბის კომპანია „შელბი ამერიკამ“ ნიუ იორკის საერთაშორისო ავტო შოუსთვის ნამდვილი მონსტრები მოამზადა, რომლებიც ძრავის მონაცემებით, თვით „ბუგატი ვეირონსაც“ კი მისცემენ ფორას!

Tuesday, March 27, 2012

„ოპელ ამპერამ“ მონტე კარლოს ეკო-რალი მოიგო

Opel Ampera Wins 2012 Monte Carlo Rally for Electric and Alternative Propulsion Vehicles
27 მარტი
ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილმა, „ოპელ ამპერამ“ მონტე კარლოს ეკოლოგიური რალი მოიგო, რომელიც ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე მომუშავე ავტომობილებისთვის ტარდება. გარბენში სულ შვიდმა „ამპერამ“ მიიღო მონაწილეობა, მათგან ოთხი კი მოწინავე ათეულში გავიდა.

მასა „ფერარის“ ტესტ პილოტია

Ferrari should explain Massa's 'test driver' role
27 მარტი
რა თქმა უნდა, არა პირდაპირი გაგებით. მაგრამ ბრაზილიელი ლივიუ ორიკიო „ო ესტადო დე სან პაულუში“ წერს, რომ ფელიპე მასას „ფერარიში“ სწორედ ტესტ პილოტის როლი აკისრია - ტესტების აკრძალვის პირობებში, სწორედ მასაა ის მრბოლი, ვისაც იტალიური გუნდის სიახლეების გამოცდა უწევს ხოლმე. ორიკიოს მტკიცებით, ამ სეზონის პირველ ორ ეტაპზე, მასა ტრასაზე სწორედ ექსპერიმენტატორის როლში იყო.

Sunday, March 25, 2012

ბატონმა შეცდომა აღიარა

Jenson Button takes blame for crash with Narain Karthikeyan
25 მარტი
ბატონის და კართიკეიანის შეჯახება
ჯენსონ ბატონმა აღიარა, რომ ნარაინ კართიკეიანთან შეჯახება მისი შეცდომის გამო მოხდა. და ამ შეცდომის გამო, მან მალაიზიის დიდ პრიზზე გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.
ინციდნტი მას შემდგ მოხდა, რაც პაუზის გამო შეწყვეტილი რბოლა განახლდა და ბატონმა მაშინვე რეზინი გამოცვალა. ტრასაზე დაბრუნებულს, მისივე წრეზე მყოფი კართიკეიანი გადაეყარა. ბრიტანელს ახალი საბურავებით სწრაფი წრე სჭირდებოდა, რათა მეტოქეებისთვის (სერხიო პერესი, ფერნანდო ალონსო და ლუის ჰამილტონი) გაესწრო და ინდოელის ჩამოტოვება სცადა, თუმცა ეს უადგილო ადგილას მოისურვა. მისი „მაკლარენი“ მეტოქის „ისპანიას“ უკნიდან შეეჯახა და წინა ფრთის მარჯვენა ნაწილი დაუზიანდა.

პერესი: გამარჯვება შესაძლებელი იყო

Sergio Perez says victory was possible
25 მარტი
მალაიზიური დიდი პრიზის ერთ-ერთი გამორჩეული გმირი მექსიკელი სერხიო პერესია, რომელმაც ნახევარ რბოლაზე მეტი სდია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც გასწრებისთვის ხელსაყრელ მანძილზე მიუახლოვდა, გამოუცდლობამ ცუდი სამსახური გაუწია - შეცდა და საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა. და მაინც, ამითაც ძალიან კმაყოფილი დარჩა.

ფორმულა 1-2012. გრაფიკული ინფორმაცია

ვივა ალონსო, ვივა პერეს!

Alonso storms to victory in rainy Malaysia
25 მარტი
ფორმულა ერთის მიმდინარე სეზონი დასაწყისშივე გახალისდა - მალაიზიის დიდი პრიზის მოსაგებად იმ მრბოლებმა იბრძოლეს, ვისაც სათავეში არავინ ელოდა. კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური კრიზისში მყოფი „ფერარის“ფერნანდო ალონსომ დაიკავა, ოდნავ ქვემოთ კი „ზაუბერის“ სერხიო პერესი პერესი დადგა. ლუის ჰამილტონი კი, რომელმაც მეორედაც სტარტი პოულიდან აიღო, ისევე როგორც მელბურნში, ამჯერადაც მესამე ადგილს დასჯერდა.