Thursday, July 19, 2012

„ლენდ როვერი“ ამერიკაში „ევოკის“ მიწოდებას გაზრდის


Land Rover will increase U.S. supply of Evoques by fall
19 ივლისი
გასაკვირი არაა, რომ მოდელი, რომელმაც ამერიკის წლის საუკეთესო უგზოობის ავტომობილის წოდება მოიპოვა, ოკეანის გაღმა პოპულარობით სარგებლობდეს. მაგრამ თვით „ლენდ როვერის“ დილერებიც კი აღიარებენ, რომ „ევოკზე“ ასეთ მოთხოვნას მაინც არ ელოდნენ.

ჰამილტონი: „მაკლარენის“ დატოვება არანორმალურობა იქნება

Lewis Hamilton: Leaving McLaren would 'feel abnormal'
19 ივლისი
გერმანიის დიდი პრიზის წინ, ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ არანორმალურად იგრძნობს თავს, თუ „მაკლარენის“ გარდა, რომელიმე სხვა გუნდში აღმოჩნდება. ამით მან მიანიშნა, რომ სხვაგან გადასვლას არ აპირებს. არადა, უკვე რამდენიმე კვირაა, კულუარებში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ თითქოს, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი გუნდის შეცვლას აპირებდეს.

Wednesday, July 18, 2012

„შელის“ ეკო-მარათონზე ხის ავტომობილი გამოარჩიეს

Flat-pack cardboard and plywood car scoops Eco-Design award at Shell Eco-Marathon
18 ივლისი
როტერდამში, მაისში ჩატარებულ „შელის“ ეკო-მარათონზე, ასტონის უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდმაც მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ამისათვის წყალბადის ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ელექტრომობილი მოამზადა. ეს მანქანა იმითაცაა საინტერესო, რომ მისი მზიდი სტრუქტურა და ტანი, მეტწილად ხის მასალისა და მუყაოსგან არის დამზადებული. მისი კონსტრუქცია შეჯიბრის ორგანიზატორებმა სპეციალური, ეკო-დიზაინის ჯილდოთი დააფასეს.

წყალბადზე მომუშავე ბოლიდი შიდაწვისძრავიანების წინააღმდეგ

Hydrogen-powered race car takes on petrol-powered competitors
18 ივლისი
უკვე 14 წელია, რაც მსოფლიოს არაერთი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ერთმანეთს მათ მიერვე შექმნილი პატარა სარბოლი ავტომობილებით ეჯიბრებიან. ბევრგან ამ შეჯიბრს „ფორმულა სტუდენტს“ უწოდებენ და ის იმიტაცაა საყურადღებო, რომ მისი ჟიურის წევრებს შორის, თითქმის ყოველთვის, ფორმულა ერთში სახელმოხვეჭილ ადამიანებს ნახავთ.

„კიამ“ თავის ფლაგმან სედანს „ქუორისი“ უწოდა

Kia K9 Flagship Sedan Named Quoris for Export Markets
18 ივლისი
„კიამ“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, ფლაგმან სედანის სახელი შეარჩია, რომელსაც ადრე საავტომობილო სამყარო კონცეპტუალური K9-ს სახელით იცნობდა. კორეის გარდა, ყველა სხვა ქვეყანაში ამ ავტომობილს მყიდველს „ქუორისის“ სახელით შესთავაზებენ.

„ნისანი“ კომპაქტურ სპორტულ ავტომობილს გამოუშვებს

Nissan Working on Mini-Z to target FR-S/BRZ
18 ივლისი
ამერიკულ გამოცემა „მოტორ ტრენდის“ ინფორმაციით, „ნისანმა“ კომპაქტური სპორტული ავტომობილის წარმოება გადაწყვიტა. ამ ავტომობილს კომპანიაში „მინი-Z“ შეარქვეს, თუმცა ბაზარზე ის სხვა სახელით გამოვა. „სილვიასგან“ განსხვავებით, რომლის წარმოებაც 2008 წელს შეწყდა, ახალ კუპეს წამყვანი წინა ბორბლები ექნება. და ის კონკურენციას „ტოიოტას“ GT86-ს და „სუბარუს“ BRZ-ს გაუწევს.

„მანსორის“ „ლამბორგინი ავენტადორი“ - მკურნალობა კარბონით

Lamborghini Aventador Gets a Full Carbon Fiber Treatment from Mansory
18 ივლისი
შვეიცარიულმა სატუნინგო კომპანია „მანსორიმ“ პირველად „ლამბორგინი ავენტადორის“ მისეული ვერსია ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე წარადგინა. მაგრამ როგორც ჩანს, ექსკლუზიურობის მოყვარულთა მოთხოვნები ბოლომდე ვერ დააკმაყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ერთ წელიწადში ამ შესანიშნავი ავტომობილის უკვე მეორე ვერსიას სთავაზობს ძალიან მდიდარ მყიდველს.

მალდონადო თავისი რბოლის სტილის შეცვლას არ აპირებს

Pastor Maldonado sees no reason to change driving style despite incidents
18 ივლისი
ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლისას, მექსიკელ სერხიო პერესთან მომხდარი ავარიის გამო, ვენესუელელი პასტორ მალდონადო 10 000 ევროთი დააჯარიმეს, თუმცა ამის მიუხედავად, ის ამბობს, რომ თავისი სარბოლო სტილის და რბოლებისადმი მიდგომას არ შეცვლის.

ერთი წრე სველ სპა ფრანკორშანზე პილოტის თვალით (ვიდეო)


Watch this F1 driver put down a hot lap in the wet around Spa Francorchamps...
18 ივლისი
ფორმულა 1-ის რბოლების რეპორტაჟებისას, ხშირად რეჟისორს კადრი იმ კამერაზე გადააქვს, რომელიც პილოტის თავის გვერდზეა მოთავსებული. მაგრამ ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც კამერა იმ კადრს გვაძლევს, რომელსაც პილოტი ხედავს. ანუ, ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კამერას ჩაფხუტის ვიზორთან დაამაგრებენ.

„ელანტრა“, რომელიც ზომბებისგან დაგიცავთ (ვიდეო)


Hyundai Elantra Coupe Zombie Survival Machine
18 ივლისი
ამერიკაში პოპულარულ ყოველწლიურ ფესტივალ „კომიკ-კონზე“, რომელსაც ქალაქი სან დიეგო (კალიფორნია) მასპინძლობს ხოლმე, „ჰიუნდაიმ“ თავის პოპულარულ კუპე „ელანტრას“ ბაზაზე შექმნილი მანქანა, სახელად „ზომბისგან დასაცავი მანქანა“ გამოფინა. ავტომობილის გაფორმება თვით რობერტ კირკმანის, სერიალ „მოსიარულე მკვდრების“ ავტორმა შეიმუშავა.

„ბეემვე“ M4-ის გამოშვებას აპირებს

BMW M4 Rendering Released
18 ივლისი
„ბეემვეს“ გადაწყვეტილი აქვს, რომ ბაზარზე თავის პოპულარულ მე-3 სერიის კუპე და კაბრიოლეტი ვერსია გამოუშვას და მის ბაზაზე, მე-4 სერიის მთელი გამა შექმნას. ამგვარად, ახალი ავტომობილების იდენტურობა განაღდებული იქნება და რაც მთავარია, ბავარიული კომპანია მათი მეშვეობით სოლიდურ მოგებას მიიღებს.

ავსტრალიელებმა „სუბარუ BRZ“ დაიტაცეს...

Subaru BRZ in Australia: Sold Out in 3 Hours
18 ივლისი

როდესაც „ტოიოტამ“ და „სუბარუმ“ სპორტული ავტომობილის ერთობლივად შემუშავება დაიწყეს, მარკეტოლოგები მოელოდნენ, რომ მათი ახალი ავტომობილები სწრაფად გახდებოდა პოპულარული. მაგრამ ასეთ ბუმზე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო - ავსტრალიისთვის განკუთვნილი ერთი მოზრდილი ლოტი, სულ რაღაც, 3 საათში გაიყიდა.

Tuesday, July 17, 2012

„აუდი R9“ - დამოუკიდებელი დიზაინერის კონცეპცია

Audi R9: A Design Study for a High-Performance Sports Saloon
17 ივლისი
წლების განმავლობაში, „აუდიმ“ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის უცხო სეგმენტებში შეღწევის შიში საერთოდ არ აქვს და როცა ამას აკეთებს, ყველაფერი შესანიშნავად გამოსდის. მაგალითები გნებავთ? – „კვატრო“, R8, A5 და „A7 სპორტბეკი“ არასრული, თუმცა მრავლისმეტყველი სიაა...

ესპანური ასპიტი „ბეემვეს“ V8 ძრავით

Aspid Teases BMW V8-Powered GT-21 Invictus Sports Car
17 ივლისი
სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა ესპანურმა კომპანია „ასპიდ ქარზმა“ გამოაქვეყნა პირველი ფოტო ტიზერები თავისი ახალი ავტომობილისა, რომელსაც სახელად „GT-21 ინვიქტუსი“ ეწოდა. ამ ავტომობილში ჩასაჯდომი ფორმულაა 2+2 და ის ამ კომპანიის პირველი ავტომობილის, ლეგენდარულ „ლოტუს 7-ის“ შთაგონებით შექმნილ „სუპერ სპორტსის“ (SS-ის) უფრო სრულყოფილი და დიდი ვარიანტია.

„ლექსუსი“ კონცეპტუალურ კუპე LF-LC-ს გამოუშვებს

Lexus LF-LC Coupe Reportedly Heading for Production
17 ივლისი
როდესაც დეტროიტის წლევანდელ მოტორ შოუზე, კონცეპტუალური 2+2 კუპე LF-LC წარადგინა, „ლექსუსმა“ გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის სერიულად წარმოებას არ აპირებდა. მაგრამ გავიდა რამდენიმე თვე და იაპონური კომპანიისგან გაჟონა ინფორმაციამ, რომელიც საპირისპიროს გვპირდება.