Tuesday, February 7, 2012

ინტერნეტში 2015 წლის „აუდი R8–ზე“ ინფორმაციამ გაჟონა

Details on 2015 Audi R8 leak out
7 თებერვალი

ამ ავტომობილის პრემიერამდე ჯერ დიდი დროა, თუმცა მის შესახებ მცირე ინფორმაციამ ინტერნეტში უკვე გაჟონა. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარ–ის“ ვებგვერდი გვატყობინებს, რომ ახალი ავტომობილი მხოლოდ 7–საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფით აღიჭურვება, რომელსაც ძრავთან ორდისკოიანი ქურო დააკავშირებს.

რაიკონენი საღამოს შემდეგაც უსწრაფესია

Kimi Raikkonen goes quickest for Lotus in first F1 test of 2012
7 თებერვალი
ესპანეთის ხერესში პირველმა წინასასეზონო ტესტმა ჩაიარა. რა თქმა უნდა, მისი შედეგების მიხედვით, ძნელია იმაზე ლაპარაკი, თუ ვინ რამდენად კარგადაა ჩემპიონატისთვის მომზადებული. თუმცა ფაქტია, კიმი რაიკონენმა ისეთი კარგი დრო (1:19.670) აჩვენა, რომ შარშანდელი ტესტების შედეგებსაც აჯობა.

„უილიამს FW34“ – ახალი დასაწყისი

Williams declare fresh F1 start after grim 2011
7 თებერვალი
ხერესის ტესტების დაწყების წინ, თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი „უილიამსმა“ წარმოადგინა. არაერთი ტიტულის მფლობელმა გუნდმა შარშან, მის ისტორიაში ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარა, მაგრამ მისი ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ახალი სეზონიდან, საჯინიბოს საქმეები უკეთესობისკენ შეიცვლება.

პირველი ტესტი: რაიკონენი ყველაზე სწრაფია

Kimi Raikkonen sets early pace for Lotus in Jerez F1 test
7 თებერვალი
ფორმულა ერთის ახალმა სეზონმა, არაოფიციალური სტარტი დღეს აიღო – ხერესის ავტოდრომზე გუნდებმა პირველად გამოიყვანეს თავიანთი ახალი ბოლიდები, მათ შორის კი დილის ვარჯიშებზე ყველაზე სწრაფი ფორმულა ერთში ახლახანს დაბრუნებული კიმი რაიკონენი იყო.

Monday, February 6, 2012

„ტორო როსო SRT7“ – მოკრძალებული წინსვლის იმედი

Toro Rosso nurture talent for Red Bull
6 თებერვალი

ყველამ კარგად იცის, რომ „ტორო როსოს“ დანიშნულება ერთადერთია – „რედ ბულისთვის“ ახალი ტალანტების ძიება. ერთხელ იტალიურ გუნდს ამ მიმართულებით ძალიან გაუმართლა – 2008 წელს მისი პილოტი თვით სებასტიან ფეტელი იყო, ვინც ფ1–ში თავისი პირველი გამარჯვება სწორედ „წითელი ხარების“ უმცროსი გუნდის მანქანით მოიპოვა.

„რედ ბულ RB8“ – "კეხიან" ტრენდს ჩემპიონებიც გაჰყვნენ

Red Bull Racing reveals its 2012 F1 challenger
6 თებერვალი
„რედ ბულის“ ახალი ბოლიდის პრეზენტაციას ყველა მოუთმენლად ელოდა – ამ გუნდში ხომ ყველაზე ძლიერი და წარმატებული ინჟინერი, ედრიან ნიუი მუშაობს. და აი, ეს დღეც დადგა და ჩემპიონებმაც ის მანქანა, RB8 გვიჩვენეს, რომლითაც ზედზედ მესამე ტიტულ(ებ)ის მოპოვებას ეცდებიან. და, ისევე როგორც წინა ექვსიდან ხუთი მანქანა, ესეც კეხიანი ცხვირითაა. რას იზამ, ეს ახალი ტექნიკური რეგლამენტისთვის გადახდილი ხარკია. ვინ იცის, იქნებ „მაკლარენში“ მალე ინანონ, რომ მათაც ზევით არ ასწიეს ცხვირი... ან იქნებ, პირიქითაც მოხდეს...

"რედ ბულ RB8" (ვიდეო)


"ზაუბერ C31" – კიდევ ერთი კეხიანი

Sauber unveils its 2012 F1 car at Jerez
6 თებერვალი
მეექვსე გუნდი, რომელმაც ახალი მანქანა წარმოადგინა, „ზაუბერია“. პრეზენტაცია ხერესის ავტოდრომზე ჩატარდა. მასზე შვეიცარიულმა გუნდმა გამოაცხადა, რომ მიუხედავად ტექნიკურ დირექტორ ჯეიმს კეის წასვლისა, გუნდი ყოველ რბოლაში ქულებისთვის ბრძოლას აპირებს.

Sunday, February 5, 2012

„ჰიუნდაი ამერიკას“ საწარმოო სიმძლავრეები არ ჰყოფნის

Krafcik: Capacity crimps Hyundai
5 თებერვალი
„ჰიუნდაი ამერიკა“, რომელმაც შარშან გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა, წელს იგივე შედეგებს არ ელის. მისი მთავარი აღმასრულებელი ჯონ კრაფჩიკი ამბობს, რომ ამის მიზეზი ამერიკული საწარმოების შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობაა. უფრო მეტიც, მისი თქმით, ძალიან გაკვირვებული დარჩება, თუ მისი კომპანიის გაყიდვები ამერიკაში დაგეგმილი 8 პროცენტით გაიზრდება.

„ლოტუსის“ მანქანას რბილი კეხი აქვს

Lotus reveals its 2012 Formula 1 car, the E20

5 თებერვალი
„ლოტუსი“ მეხუთე გუნდია, რომელმაც ახალი სეზონისთვის მომზადებული მანქანა წარმოადგინა. პრეზენტაცია საკუთარ ბაზაზე, ენსტოუნში, ინტერნეტით გადაიცა. მანქანის წარდგენას კი მხოლოდ საჯინიბოს თანამშრომლები და სპონსორები დაესწრნენ.

"ლოტუს რენოს" პრეზენტაცია (ვიდეო)


Saturday, February 4, 2012

„ფერარის“ შეფს, ახალი მანქანა მახინჯიც მოსწონს

Ferrari chief designer Nikolas Tombazis defends 'ugly' new F1 car
4 თებერვალი
„ფერარის“ მთავარი ინჟინერი ნიკოლას ტომბაზისი (ფოტოზე) არ ეთანხმება მოსაზრებას მისი გუნდის ახალი მანქანის სიმახინჯის შესახებ. „ფერარი 2012“ ახალი რეგლამენტის გათვალისწინებითაა შექმნილი, რომელიც მანქანის ცხვირის წვერის სიმაღლეს ზღუდავს.

დიფუზორის აკრძალვა „მაკლარენს“ არ აზარალებს

F1 exhaust changes no big blow for McLaren
4 თებერვალი
„მაკლარენის“ ტექნიკური შტაბი დარწმუნებულია, რომ ჩასაბერი დიფუზორის აკრძალვით გამოწვეულ აეროდინამიკურ დანაკარგებს აღიდგენენ და მათი მანქანა კვლავ კონკურენტუნარიანი იქნება. ახალი წესებით, გუნდებს გამოსაბოლქვის ფორმები და განლაგება რეგლამენტირებული აქვთ. კერძოდ, გამოსაბოლქვი მილი უნდა იყოს ოვალური და ის მანქანის ძირისადმი გარკვეული კუთხით, ზევით უნდა „იყურებოდეს“.

Friday, February 3, 2012

„ციტანი“ – „მერსედესის“ და „რენო–ნისანის“ ერთობლივი პროდუქტი


Mercedes-Benz Sketches New Citan Deliver Van Co-Developed with Renault-Nissan
3 თებერვალი
„მერსედეს–ბენცმა“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, სატვირთო ვენ „ციტანის“ ესკიზები გამოაქვეყნა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჰანოვერში, კომერციული ავტომობილების შოუზე იგეგმება, რომელიც სექტემბერში ჩატარდბა. გაყიდვები კი წლის ბოლოს დაიწყება.

„სტუდებეკერს“ აღდგენას უპირებენ, საჭიროა სპონსორი

Studebaker Motor Company resuscitated, looking for investors
3 თებერვალი
თავის დროზე, „სტუდებეკერი“ ძალიან პოპულარული კომპანია იყო. ამერიკულმა მანქანამ დიდი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომში, კერძოდ კი ლენინგრადის ბლოკადის დროს. სწორედ მისი საშუალებით მარაგდებოდა ქალაქი სანოვაგითა და საბრძოლო მასალებით. მაგრამ ომიდან 20 წლის შემდეგ, ის ისტორიის კუთვნილება გახდა. არადა, მანამ ავტოინდუსტრიაში ისეთი სიახლე შემოიტანა, როგორიც მოდელ „ავანტის“ შუშის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებული ძარა იყო.