Saturday, August 11, 2012

პატარა, ეკოლოგიურად სუფთა და ხელმისაწვდომი

Stunning Danish EV - ECOmove QBEAK Revealed
11 აგვისტო
დანიურმა კომპანია „ეკომოვიმ“ გამოაცხადა, რომ მალე სუბკომპაქტურ საქალაქო ელექტრომობილ QBEAK-ის წარმოებას დაიწყებს. უფრო მეტიც, იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ელექტრომობილზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. ამასთან შემკვეთს წინასწარ 2000 დანიური კრონის გადახდა უწევს, რაც დაახლოებით 270 ევროა.

საქართველოს ჩემპიონატის მე-4 ეტაპი წრიულ რბოლებში, 11-08-2012

Friday, August 10, 2012

„ჰიუნდაიმ“ „ელანტრა“ განაახლა

2013 Hyundai Avante / Elantra Gains Some Subtle Tweaks in South Korea
10 აგვისტო
ქება და დიდება „ჰიუნდაის“ - კორეული კომპანია თავისი ტემპებით გვაოცებს. ამის ნიმუში კი ახლახანს, სეულში წარმოადგინა. გაიცანით განახლებული „ელანტრა“, რომლის მსოფლიო პრემიერა სულ რაღაც ორი წლის წინ შედგა და რომელზეც მტელს მსოფლიოში (მათ შორის საქართველოშიც) ბუმისებრი მოთხოვნილებაა.

„რენო“ ახალი „ალპინის“ შესაქმნელად „კატერჰემს“ დაიხმარს?

Renault to develop next Alpine with Caterham?
10 აგვისტო
„რენო“ და „კატერჰემი“ ფორმულა ერთში მეგობრობენ. რა თქმა უნდა, ეს მეგობრობა საქმიან ურთიერთობას გულისხმობს - ფრანგული კომპანია თავის პარტნიორს ძრავებს აწვდის, იმ ძრავებს, რომლებმაც „რედ ბულ რეისინგს“ ზედიზედ ორჯერ ტიტულების მოპოვებაში შეუწყო ხელი და რომლიტაც „ლოტუსი“ ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე (თუ ყველაზე არა) სწრაფი მანქანაა.

„ჯიპი“ უგზოობის სუბკომპაქტურ ავტომობილს გამოუშვებს

2015 Jeep B-SUV Will Be Trail-Rated
10 აგვისტო
ახალი არაა, რომ „ჯიპი“ უგზოობის სრულიად ახალ, სუბკომპაქტურ ავტომობილზე მუშაობს, რომელსაც მეტსახელად B-SUV შეარქვეს (ანუ,B-სეგმენტის უგზოობის ავტომობილი) და როგორც ამბობენ, თავისი გარეგნობის წყალობით, ის ამერიკული კომპანიის ისტორიაში ახალ ფურცელს გადაშლის.

„სუძუკი“ პარიზში კონცეპტუალურ კომპაქტურ ქროსოვერს წარადგენს

Suzuki Previews New S-Cross Compact Crossover Concept Ahead of Paris Motor Show

10 აგვისტო
პარიზის წლევანდელ მოტორ შოუზე, „სუძუკი“ ახალ კონცეპტუალურ მოდელს გამოფენს, რომელსაც „S-ქროსი“ ეწოდება და რომელიც იაპონური კომპანიის სამოდელო გამაში, სრულიად ახალ, კომპაქტური ქროსოვერების სეგმენტს შეავსებს. თავისი სიახლის პირველი გასაცნობი ფოტო ტიზერი და ესკიზი, „სუძუკიმ“ მოტორ შოუს გახსნამდე თვენახევრით ადრე გამოაქვეყნა.

"აუდი R8 E-ტრონის" სარეკორდო გარბენი ნურბურგრინგზე (ვიდეო)


თვენახევრის წინ, მარკუს ვინკელჰოკმა „აუდი R8 E-ტრონით“ , ნურბურგრინგზე სერიული ელექტრომობილების სიჩქარის რეკორდი დაამყარა. 20.8 კილომეტრი მან 8 წუთსა და 09.099 წამში გაიარა. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ეს უჩვეულოდ ჩუმად გააკეთა - ავტომობილს ხომ ელექტროძრავი ამოძრავებს, რომელიც ძალიან ჩუმად მუშაობს.

Thursday, August 9, 2012

„ზაუბერი“ „ფერარის“ ძრავებზე დარჩენას აპირებს

Sauber says Ferrari remains the preferred engine supplier for 2014 F1 season
9 აგვისტო

„ზაუბერის“ მთავარი აღმასრულებელი მონიშა კალტენბორნი ამბობს, რომ მისი გუნდისთვის ძრავების ყველაზე სასურველ მიმწოდებლად ისევ „ფერარი“ რჩება. და ეს სიტუაცია არც მას შემდეგ შეიცვლება, რაც 2014 წლის სეზონიდან ძალაში ახალი რეგლამენტი შევა. ამ რეგლამენტის მიხედვით კი გუნდებს მხოლოდ 1.6-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავების გამოყენების უფლება ექნებათ.

„ბეემვეს“ ჰიბრიდულ i8-ს სალონი გამოუჩნდა


New BMW i8 Hybrid Sports Coupe Affords us our first View of its Interior
9 აგვისტო
 ბავარიული კომპანია წარმოებისთვის თავის პირველ ჰიბრიდულ კუპე i8-ს ამზადებს. ამ ავტომობილზე უამრავი ინფორმაცია გავრცელდა და მათი უმეტესობა ჩვენს გვერდზეც დაიწერა. მაგრამ არის კიდევ ბევრი რამ, რაც არ ვიცით და რასაც გზადაგზა, პრემიერამდე გავიგებთ. ერთ-ერთი ასეთი „რამ“ ავტომობილის ინტერიერია, რომელიც ახლახანს, გამოცემა „ქარსკუპის“ ფოტო მსტოვარმა თავისი კამერით დააფიქსირა.

პატარა ქროსოვერი „ეკოსპორტი“ – „ფორდის“ ახალი იარაღი

Ford EcoSport
9 აგვისტო
იტალიურმა გამოცემა „ქვატრორუტემ“ გაავრცელა ინფორმაცია „ფორდის“ სრულიად ახალ პროდუქტზე - კომპაქტურ ქროსოვერ „ეკოსპორტზე“, რომელიც გლობალური მოდელია და პირველად ბრაზილიის ბაზარზე გამოჩნდება. იქაური პრემიერის შემდეგ, ამერიკული კომპანია ამ ავტომობილს ინდოეთში, ტაილანდში და სხვა განვითარებად ქვეყნებში შეიტანს.

Wednesday, August 8, 2012

„ლენდ როვერის“ უახლოესი გეგმები

New Range Rover Family to Debut in Paris
8 აგვისტო

რამდენიმე თვის წინათ, „იაგუარმა“ გამოაცხადა, რომ არ აპირებს ქროსოვერების წარმოებას - ამას ჩვენი პარტნიორები უკეთ აკეთებენ „ლენდ როვერშიო“. მართალიცაა, ეს კომპანია ერთმანეთის მიყოლებით, ათასნაირ კონკურსს იგებს უგზოობის ავტომობილების კლასებში. ბრიტანეთი კი ამ მარკით ტყუილად არ ამაყობს.

„მაკლარენისთვის“ V12 ძრავები წარსულია


McLaren dismisses V12 engines as "a thing of the past"
8 აგვისტო
V12 კონფიგურაციის ძრავები სუპერ ავტომობილებთან ასოცირდება. ასე იყო ძველადაც, როდესაც „ლამბორგინი“ ლეგენდარულ „მიურას“ და „კოუნტაჩს“ აწარმოებდა და ასეა ახლაც, როდესაც „ფერარი“ FF-ს უშვებს, „პაგანი“ კი - „ჰუაირას“. მათ შორის ადრე „მაკლარენიც“ იყო, რომელიც „ბეემვეს“ წარმოების 6.1-ლიტრიან 618-ცხენისძალიანი ატმოსფერული V12 ძრავით აღჭურვილ F1-ს აწარმოებდა.

„პორშე პაიუნი“ მხოლოდ V6 ძრავებით აღიჭურვება

2017 Porsche Pajun to Get Only V6 Engines
8 აგვისტო
„პორშეს“ სამოდელო გამა თვალსა და ხელს შუა იზრდება. მალე მას სამი ახალი წევრი - ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი „918 სპაიდერი“, უგზოობის „მაკანი“ და ცოტა გვიან, „პანამერაზე“ მცირე ზომის სედანი შეემატება. თუ პირველ ორს სახელი უკვე აქვს, მესამეს ჯერჯერობით „პაიუნად“ მოიხსენიებენ, რაც პატარა „პანამერას“ ნიშნავს.

Tuesday, August 7, 2012

„რეინჯ როვერ ევოკი“ ჟურნალ „დიზელ ქარის“ რჩეულია


Car Of The Year Honour For Range Rover Evoque As Land Rover Excels In 2012 Diesel Car Awards
7 აგვისტო
ჟურნალმა „დიზელ ქარმა“ 2012 წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება „რეინჯ როვერ ევოკს“ მიანიჭა. ამავე ავტომობილს ქროსოვერების კლასშიც არ ჰყავდა ბადალი. უგზოობის ავტომობილებს შორის, ზედიზედ მესამედ, საუკეთესოდ „ლენდ როვერ დისქავერი 4“ დაასახელეს, მეორე ადგილზე კი „რეინჯ როვერი“ გავიდა.

ჰამილტონს მამა „მაკლარენში“ დარჩენას ურჩევს

Father urges McLaren 'loyalty' for son Hamilton
7 აგვისტო
ენტონი ჰამილტონი თავისი შვილის, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონ ლუის ჰამილტონის საქმეებს აღარ განაგებს და აღარც პოლ დი რესტას მენეჯერია, თუმცა რბოლებსაც ხშირად ესწრება, რა თქმა უნდა, თავისი შვილის ქომაგთა ბანაკშია და მას რჩევებსაც ხშირად აძლევს.