Saturday, July 7, 2012

„რენომ“ მეოთხე თაობის „კლიო“ გაგვაცნო

New Renault Clio 4 Officially Breaks Cover
7 ივლისი

22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „რენომ“ თავის პოპულარულ ჰეჩბეკ „5-ის“ ნაცვლად, ბაზარზე სუბკომპაქტური ჰეჩბეკი „კლიო“ გამოუშვა. ამ დროში, მსოფლიოს 115-ზე მეტ ქვეყანაში, 11.5 მილიონზე მეტი „კლიო“ გაიყიდა. და აი, ფრანგულმა კომპანიამ წარმოებისთვის მეოთხე თაობის „კლიო“ მოამზადა, რომლის მსოფლიო პრემიერაც პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება. მანამდე კი რომბებმა ამ ავტომობილის ფოტოები და მახასიათებლები ინტერნეტით გამოაქვეყნეს.

„ფიატმა“ ჟურნალისტებს თავისი კომპაქტური ქროსოვერი უჩვენა (ვიდეო)

Fiat Teases New 500X Small Crossover During 500L's Presentation
7 ივლისი
იტალიურმა კომპანიამ „ჩინკვეჩენტოს“ ბაზაზე შექმნილი პატარა ქროსოვერის პროტოტიპი, იმავე ავტომობილის ბაზაზე წარმოებულ მინივენ „ფიატ 500L-ის“ პრეზენტაციაზე წარადგინა, რომელიც ტურინში ჩატარდა. წარდგენა იმდენად ხამოკლე იყო, რომ მის გადასაღებად, ფოტორეპორტიორებმაც კი ვერ მოასწრეს მობილიზება. ეს ფოტოები კი იღბლიანებმა ტელეფონებით გადაიღეს.

„ბეემვეს“ ახალი X1 პლატფორმას „მინი ქანთრიმენისგან“ გაიზიარებს

Next BMW X1 to share platform with Mini Countryman
7 ივლისი
უკვე გადაწყვეტილია, რომ „ბეემვე“ თავის ყველაზე პატარა უგზოობის ავტომობილს 2015 წელს გამოუშვებს. ის „მინი ქანთრიმენის“ წინაამძრავიან პლატფორმაზე დამზადდება. ბავარიული კომპანიის ერთ-ერთ აღმასრულებელ იან რობერტსონს ნათქვამი აქვს, რომ ამ წინაამძრავიან პლატფორმაზე, „ბეემვე“ და მის ჯგუფში შემავალი „მინი“, 6-9 ავტომობილს გამოუშვებენ, რომლებიც ეგრეთ წოდებული „კომპაქტური ავტომობილების ოჯახს“ შექმნიან.

„სუძუკიმ“ „ფოლკსვაგენთან“ დაშორების პროცესი დაიწყო


Suzuki confident of dissolving partnership with VW
7 ივლისი
„სუძუკი მოტორმა“ ბრიტანეთის საარბიტრაჟო სასამართლოში, „ფოლკსვაგენის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლის მიზანიც, გერმანულ კომპანიასთან დაშორებაა. ანუ, იაპონური კომპანია სასამართლოს ძალით ეცდება თავისი აქციების იმ 19.9-პროცენტიანი პაკეტის დაბრუნებას, რომელიც „ფოლკსვაგენს“, მათ შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაეცა.

წვიმიანი საკვალიფიკაციო ლატარეა ალონსომ მოიგო

Alonso splashes to pole at Silverstone
7 ივლისი
ისევ ალონსო და „ფერარი“. თუმცა, „ფერარისთვის“ ეს ისევ კი არა, 2010 წლის სინგაპურის დდი პრიზის შემდეგ, პირველი პოულ პოზიციაა. რაც შეეხება ლატარეას, ხომ გაგიგიათ, რომ ძლიერებს უმართლებთ... მოკლედ, ალონსომ და კვიცებმა ხომ ჯერ ვალენსიას პაპანაქებაში მიაღწიეს გამარჯვებას და ახლა, ალბიონურ კოკიპირულ წვიმაშიც, საუკეთესოები იყვნენ. „ფერარის“ წინსვლა მით უფრო თვალშისაცემია, რომ კვალიფიკაცია მოწინავე ხუთეულში ბრაზილიელმა ფელიპე მასამაც დაასრულა.

Friday, July 6, 2012

ამერიკა ჩინური საავტომობილო გადასახადებით უკმაყოფილოა


U.S. files WTO complaint against China over auto duties
6 ივლისი
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ საჩივრით მიმართა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ჩინეთმა ამერიკაში წარმოებული ავტომობილები, ჯამში 3.3 მილიარდი დოლარით დაბეგრა.

„ლოლა დრეისონის“ ელექტრული პროტოტიპის რეკორდი გუდვუდში (ვიდეო)

Lola-Drayson EV Le Mans Prototype Breaks Record at Goodwood
6 ივლისი
ამ ფოტოს დანახვაზე, ალბათ ერთ-ერთი პირველი, რაც მოგინდათ, ამ სარბოლი ავტომობილის ხმის გაგონებაა. ბოლიდების გრუზუნი ხომ ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანია, რომელიც ავტოდრომების ტრიბუნაზე უამრავ ადამიანს იზიდავს. მაგალითად, ლე მანის 24-საათიან რბოლას ახლახანს 240 000 მაყურებელი დაესწრო...

სპორტული „რეინჯ როვერ ევოკ R“ - კომპიუტერული ვერსია


Artist Imagines Sporty Range Rover Evoque R with Supercharged V6
6 ივლისი
ერთი წელია, რაც „ლენდ როვერმა“ ბაზარზე უგზოობის კომპაქტური „ევოკი“ გამოუშვა და ამ დროის განმავლობაში, ინტერნეტში არ წყდება ლაპარაკი იმაზე, რომ ინგლისური კომპანია ამ ავტომობილის სპორტული, სამკარიანი ვერსიის გამოშვებასაც აპირებს, რომელიც მყიდველს შესანიშნავი ტემპერამენტით მიიზიდავს.

„ოპელ ადამი“ ფოტომსტოვრებმა ესპანეთში „გამოიჭირეს“


Opel Adam Caught Naked During Photo Shoot in Spain
6 ივლისი
ამ ავტომობილს „ოპელი“ საგულდაგულოდ გვიმალავს - აქამდე მისი მხოლოდ სახელი გაგვიმხილა და ისიც, სამნაწილიანი „კომიქსის“ დახმარებით. რიუსელსჰაიმელები ამ ავტომობილის პარიზის მოტორ შოუზე პრემიერას გეგმავენ და მანამდე მის შესახებ მხოლოდ მწირი ინფორმაციის გავრცელებას სჯერდებიან. ფოტოებზე ლაპარაკიც არ იყო...

„ბენტლიმ“ უგზოობის კონცეპტუალური EXP 9 F განაახლა (ვიდეო)

Bentley Drops New Images and a Video of EXP 9 F SUV Design Concept
6 ივლისი
გარეგნულად, ამ მანქანას განახლებისა ბევრი არაფერი ეტყობა, მაგრამ როგორც ჩანს, „ბენტლიმ“ ჩათვალა, რომ მის დიზაინში შესაცვლელი არაფერი იყო. მანქანა უკვე იხილა გუდვუდის სიჩქარის ფესტივალის დამსწრე საზოგადოებამ, მალე ის პებლ ბჩის ელეგანტურობის ფესტივალზეც გამოჩნდება, რის შემდეგაც ალბათ პარიზის მოტორ შოუზე ვიხილავთ.

სველ ტრასაზე ყველაზე სწრაფი ჰამილტონია

Hamilton fastest at wet Silverstone
6 ივლისი
ძლიერმა წვიმამ, პარასკევის თავისუფალ პრაქტიკებს ყოველგვარი მნიშვნელობა დაუკარგა - გუნდებმა ვერც მოდიფიკაციების საქმეში გამოცდა შეძლეს და ვერც სარბოლო რეჟიმში მანქანების მომართვა. ,ხოლოდ არაფრისმთქმელი დროები დაფიქსირდა. ზოგმა პილოტმა კი ტრასაზე გამოსვლისგანაც თავი შეიკავა.

Thursday, July 5, 2012

„მაკლარენს“ სილვერსტოუნის და ჰოკენჰაიმისთვის რამდენიმე სიახლე აქვს

McLaren in big development push for British and German Grands Prix
5 ივლისი
ბრიტანეთის და გერმანიის დიდი პრიზების რბოლებისთვის, „მაკლარენს“ რამდენიმე ტექნიკური სიახლე აქვს მომზადებული. გუნდი იმედოვნებს, რომ მათი წყალობით, მისი პილოტები - ლუის ჰამილტონი და ჯენსონ ბატონი კვლავ გამარჯვებისთვის ბრძოლას შეძლებენ.

ყველაზე გამორჩეული „როლს როისი“ რეკორდულ ფასად გაიყიდა

The most magnificent Rolls-Royce ever built
5 ივლისი
ამ ავტომობილში მისმა პირველმა პატრონმა 1912 წელს 1000 გირვანქა სტერლინგი (დღევანდელი კურსით, 93 000 გირვანქა სტერლინგი) გადაიხადა. 100 წლის შემდეგ კი „როლს როის სილვერ გოსტი“ ბონჰემის აუქციონზე (რომელიც გუდვუდის სიჩქარის ფესტივალის დროს ჩატარდა), დაძაბული და ხაგრძლივი ვაჭრობის ბოლოს, 4.7 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

„ფორდმა“ ივნისში 89 ცალი ელექტრული „ფოკუსი“ გაჰყიდა


89 Ford Focus EVs Find Owners in June
5 ივლისი
ელექტრული „ფორდ ფოკუსი“ სხვა ელექტრომობილებისგან კოხტა გარეგნობით ამოირჩევა. მიმომხილველები თვლიან, რომ მას ჩვეულებრივ „ფოკუსზე“ დახვეწილი გარეგნობა აქვს. ეს „მწვანე“ ავტომობილი ბაზარზე ერთი თვის წინ გამოვიდა და სიძვირის მიუხედავად, თანდათან მისი გაყიდვებიც იზრდება.

Wednesday, July 4, 2012

კონცეპცია „ბეემვე ვენჩური“ - ტრანსფორმაციის უჩვეულო უნარით (ვიდეო)

BMW Venture Design Study Expands from City Car to German Hot Rod at the Touch of a Button
4 ივლისი
ღილაკზე თითის ერთი დაჭერა და... თქვენი პატარა საქალაქო ავტომობილი, მომენტალურად ჰოტ როდად გადაიქცევა. ავტომობილის ტრანსფორმაციის ასეთ უჩვეულო თვისებას გვთავაზობს ბრიტანელი დიზაინერი კრის ჰამერსლი, რომელმაც თავის კოცეპტუალურ ნამუშევარს „ბეემვე ვენჩური“ უწოდა.